იტალია: 38-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მიმოხილვას.
ნაპოლი – ლაციო
ბოლო ტურის ცენტრალური მატჩი უხვგოლიანი და საკმაოდ დრამატული გამოდგა. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიაში მოსახვედრად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და ამ მიზნის მიღწევასთან “ნაპოლი” ახლოსაც იყო. თუმცა, შეხვედრა “ლაციომ” უფრო დამაჯერებლად დაიწყო და პაროლოსა და კანდრევას გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ მოედანზე უკვე “ნაპოლი” დომინირებდა. გონსალო იგუაინმა 55-ე და 64-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 76-ე წუთზე კი არგენტინელს ეთრიქის შესრულება შეეძლო, თუმცა პენალტის გატანა ვერ მოახერხა და საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გაყვანის შანსიც ქარს გაატანა. 85-ე წუთზე “ლაციო” კვლავ დაწინაურდა, გოლი ონაზიმ გაიტანა. 93-ზე კი მიროსლავ კლოზემ საბოლოო ანგარიში, 2:4 დააფიქსირა და “ლაციო” მესამე პოზიციაზე გამყარდა.
სამპდორია – პარმა
პროგრამა მინიმუმის შესრულება შეძლო “სამპდორიამ”, რომელმაც უკანასკნელ ტურში სერია ა-დან გავარდნილ “პარმას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც ორივე გუნდს აწყობა. “სამპამ” ევროსაგზურის მოპოვების შანსი შეინარჩნა, ხოლო “პარმა” იტალიის უმაღლეს დივიზიონს მარცხით არ დაემშვიოდბა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 53-ე წუთზე რომანიოლიმ გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 74-ე წუთზე პალადინოს ძალისხმევით შეძლეს, თუმცა 5 წუთში დე სილვესტრიმა “სამპდორია” კვლავ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე სილვესტრე ვარელამ დააფიქსირა.
ინტერი – ემპოლი
მილანში გასული შვიდი გოლიდან ორი ქართული აღმოჩნდა. ბოლო ტურში “ინტერი” ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსისთვის იბრძოდა, თუმცა მიუხედავად გამარჯვებისა ამ საქმიდან მილანელებს მაინც არაფერი გამოუვიდათ.
ტურის ყველაზე შედეგიანი შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გატანა კი გუნდებმა 49-ე წუთიდან დაიწყეს, როდესაც პალასიომ “ინტერი” დააწინაურა, ხოლო 4 წუთში იკარდიმ მეორეც გაიტანა. 59-ე წუთზე ლევან მჭედლიძე სხვაობა შეამცირა, 62-ზე კი პუჩიარელიმ გათანაბრება შეძლო.
“ინტერი” კიდევ ერთხელ 70-ე წუთზე ბროზოვიჩის გოლით დაწინაურდა, რასაც იკარდის მიერ 77-ე წუთზე შესრულებული დუბლი მოჰყვა. დარჩენილ წუთებში “ემპოლიმ” მხოლოდ სხაობის შემცირება შეძლო. 88-ე წთზე ლევან მჭედლიძემ დუბლი გაიფომა და საბოლოო 4:3 დააფიქსირა.
ტურის ყველა მატჩი
30.05 | 20:00 | ვერონა | 2:2 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
30.05 | 22:45 | ატალანტა | 1:3 | მილანი | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | ტორინო | 5:0 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | სამპდორია | 2:2 | პარმა | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | რომა | 1:2 | პალერმო | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | ნაპოლი | 2:4 | ლაციო | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | სასუოლო | 3:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | ინტერი | 4:3 | ემპოლი | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | ფიორენტინა | 3:0 | კიევო | დაწვრილებით | |||
31.05 | 22:45 | კალიარი | 4:3 | უდინეზე | დაწვრილებით |