იტალია და გერმანია ერთმანეთს დაუზავდნენ
15 ნოემბერს, იტალიაში, ქალაქ მილანში, “სან სიროზე” იტალიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-8 წუთზე გერმანელებმა გახსნეს. ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მატს ჰუმელსი გამოეხმაურა, თავით დაარტყა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი იტალიელთა კარის ბადეში მოთავსდა.
იტალიელებმა წონასწორობის აღდგენა 28-ე წუთზე მოახერხეს. “მილანის” მარჯვენა მცველმა, იგნასიო აბატემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში სწრაფად შეიჭრა, სადაც ლეონარდო ბონუჩისთან “კედელი” გაითამაშა და შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1.
იტალია – გერმანია 1:1
“სან სირო”, 40 000 მაყურებელი
იტალია: ბუფონი, ბარძალი (ოგბონა 71′), ბონუჩი, კრიშიტო, აბატე, პირლო (ჩერჩი 82′), მოტა, მონტოლივო, მარკიზიო, ოსვალდო (კანდრევა 53′), ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გერმანია: ნოიერი, იანსენი, ლამი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ხედირა (ს. ბენდერი 67′), კროოსი, გიოტცე (იოზილი 60′), მიულერი (ლ. ბენდერი 87′), შიურლე (როისი 59′).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.
გოლები: აბატე 28′ – ჰუმელსი 8′
გაფრთხილებები: მარკიზიო 70′, მოტა 82′ – ლამი 54′, კროოსი 82′.
მთავარი მსაჯი: მანუელ ბენქერენკა.