იტალია — ესპანეთი: ამხანაგური მატჩი ამხანაგური შედეგით (ვიდეო)
იტალიის ნაკრებმა უდინეს “ფრიულიზე” ესპანეთის ეროვნული გუნდი მიიღო. ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “ფურია როხას” ჰქონდა შანსი, რომ რეკორდი დაემყარებინა კარის მშრალად დაცვის ხანგრძლივობით. ამისთვის ესპანელებს აღნიშნულ შეხვედრაში ბურთი არ უნდა გაეშვათ, თუმცა შეხვედრის 68-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ დავიდ დე ხეას გაუტანა და პირენეელთა მშრალი სერია 693-ე წუთზე შეწყდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა წონასწორობის აღდგენა ზუსტად ორ წუთში შეძლო. გოლი 35 წლის არიც ადურისმა გაიტანა, რომელიც “ფურია როხას” რიგებში ყველაზე ასაკოვან მეგოლეთა სამეულში მოხვდა. ცნობისთვის, ესპანეთის ნაკრების ფორმით ყველაზე ხნიერ ასაკში ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე მარია პენიას გაუტანიათ.
ამხანაგური მატჩი:
იტალია — ესპანეთი 1:1 (0:0)
გოლები: ინსინიე 68′ — ადურისი 70′.
გაფრთხილებები: ტიაგო მოტა 45′, პაროლო 70′ — პიკე 74′, ფაბრეგასი 82′.