იტალია – ესპანეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
იტალია – ესპანეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: ორშაბათი, 27 ივნისი; 20:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ჩიუნეტ ჩაქირი (თურქეთი)
დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის საგზურის კიდევ ერთი მფლობელი გამოვლინდება. ევრო 2012 წლის ფინალისტები ერთმანეთს პარიზში, “სტად დე ფრანსზე” დაუპირისპირდებიან. საფეხბურთო ექსპერტები საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივ მატჩებს ელიან.
იტალიელებმა, რომლებიც ნომინალური მასპინძლები არიან, ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყეს (დაამარცხეს ბელგია და შვედეთი), თუმცა ირლანდიასთან მატჩში “სკუადრა აძურამ” ცივი შხაპი მიიღო (იტალია 0:1 ირლანდია). ამ მარცხის შემდეგ ანტონიო კონტე აუცილებლად გამოიტანს სწორ დასკვნებს და ყველა ხარვეზის აღმოფრხვას ეცდება.
დაახლოებით ასევე იასპარეზეს ესპანელებმა, რომლებიც პირველ ორ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, თუმცა ხორვატებთან მატჩში ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდნენ და ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვეს, რამაც მათ საქმე ძალიან გაურთულა.
იტალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
22/06/16 | ევრო 2016 | იტალია | ირლანდია | 0:1 | |
17/06/16 | ევრო 2016 | იტალია | შვედეთი | 1:0 | |
13/06/16 | ევრო 2016 | ბელგია | იტალია | 0:2 | |
16/06/16 | ამხ. | იტალია | ფინეთი | 2:0 | |
21/06/16 | ამხ. | იტალია | შოტლანდია | 1:0 |
ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
29/05/16 | ევრო 2016 | ესპანეთი | ხორვატია | 1:2 | |
04/06/16 | ევრო 2016. | ესპანეთი | თურქეთი | 3:0 | |
11/06/16 | ევრო 2016. | ესპანეთი | ჩეხეთი | 1:0 | |
15/06/16 | ამხ. | ესპანეთი | საქართველო | 0:1 | |
20/06/16 | ამხ. | ესპანეთი | კორეა | 6:1 |
ურთიერთშეხვედრები: (ბოლო ორი მატჩი)
24/03/2016 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1-1 ესპანეთი
06/03/2014 – ამხანაგური მატჩი: ესპანეთი 1-0 იტალია
ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):“ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ისინი ევრო 2016-ის მოგების ფავორიტებს შორის არიან. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სათანადოდ მოვემზადეთ. ეს არის მატჩი, რომელიც უნდა მოვიგოთ, ამ მატჩის სანანებელი არაფერი უნდა გვქონდეს.
ყველა დაცვაზე საუბრობს, ფეხბურთელების სიფრთხილეზე. ჩვენი დაცვა საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული, მაგრამ ასევეა ორგანიზებული ჩვენი შეტევაც. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
სახლში წასვლა ნამდვილად არ მინდა, არც მათ სურთ. ესპანელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ჩვენზე ძლიერები არიან.”
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ევროპის ბოლო ჩემპიონატზე პირველ მატჩში იტალიელებს დავუპირისპირდით. ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა, ბოლოს კი ფინალში სწორედ ისინი დავამარცხეთ. ამ ორი მატჩის მანძილზე ცვლილებების განხორციელება ძალიან რთული იყო, მაგრამ მწვრთნელს ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს რაღაცის შეცვლა.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გვაქვს დაგეგმილი, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ იტალიელთა წინააღმდეგ იმ ფეხბურთელების გამოყენებით, რომლებიც ჩემპიონატისთვის გამოვიძახეთ. ახლა ისღა დაგვრჩა, რომ ყველაფერი მოედანზე, პრაქტიკაში ვაჩვენოთ.”
საინტერესო ფაქტები:
– ესპანეთმა ევრო 2012-ის ფინალში იტალია 4-0 გაანადრუგა, 2008 წლის მეოთხედფინალში კი “სკუადრა აძური” პენალტებში დაჯაბნა.
– მოქმედ ჩემპიონებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ მანამ, სანამ დელ ბოსკეს გუნდი ხორვატიასთან დამარცხდებოდა.
– ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, მატჩი ბორდოში გაიმართება.
სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი, პაროლო, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი; პელე, ედერი.
ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ბუსკეტსი, ფაბრეგასი; სილვა, ინიესტა, ნოლიტო; მორატა
Fanebi.com-ის პროგნოზი
იტალია 2-1 ესპანეთი