იტალია: მე-13 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტაიის სერია А-ს მე-13 ტურის მიმოხილვას.
მილანი – უდინეზე
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში “მილანი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” მასპინძლობდა. “ინტერთან” ფრედ დასრულებული დერბის შემდეგ მილანელებმა სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდის დამარცხება შეძლეს და მეხუთე პოზიციაზე აღზევდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილო გოლების გარეშე დასრულდა მეორე ნახევრში კი მაპსინძლებმმა 65-ე წუთზე მენეზის ზუსტი 11-მეტრიანით შეძლეს დაწინაურება. მანამდე კი “უდინეზე” დომიცის წითელი ბარათის გამო 10 კაცით დარჩა. მილანელტა გოლიდან სულ რაღაც 6 წუთში გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა – მეორე ყვითელი მაიკლ ესიენმა მიიღო. თუმცა, “უდინეზემ” მალევე მეორე გოლიც გაუშვა და შეხვედრის შედეგიც ნათელი გახდა. საბოლოო ანგარიში იმავე მენეზმა დააფიქსირა.
იუვენტუსი – ტორინო
ტურინმა “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის გამართულ დერბის უმასპინძლა.
პირველი გოლი მე-15 წუთზე გავიდა და ის არტურო ვიდალის ანგარიშზეა. ჩილელმა საკუთარი გუნდი ზუსტი პენალტით დააწინაურა. თუმცა, “ტორინომ” სულ რაღაც 7 წუთში ბრუნო პერესის გოლით გაათანაბრა და ტაიმიც ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში “იუვენტუსი” 78-ე წუთზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩა. მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ლიხტშტაინერმა დატოვა. თუმცა ალეგრის შეგირდები არ დანებდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, ანდრეა პირლოს გოლით შეძლეს მორიგი სამი ქულის მოპოვება.
რომა – ინტერი
სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა ტურის ცენტრალური მატჩი. “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომამ” “ინტერს” უმასპინძლა და 21-ე წუთზე ჟერვინიოს გოლით დაწინაურებაც მოახერხა. თუმცა, მილანელებმა რანოკიას ძალისხმევით პირველივე ტაიმში შეძლეს გათანაბრება.
“რომამ” სტატუს-კვო მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ჰოლებასის გოლით აღადგინა. “ინტერს” კიდევ ერთხელ გასათანაბრებლად 10 წუთი დასჭირდა, თუმცა ოსვალდოს გოლს სულ რაღაც სამ წუთში პიანიჩმა უპასუხა და მასპინძლები მესამედ დაწინაურდნენ. მატჩის ბოლოს კი იმავე პიანიჩმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ტურის ყველა მატჩი
29.11 | 21:00 | სასუოლო | 2:1 | ვერონა | დაწვრილებით | |||
29.11 | 23:45 | კიევო | 0:0 | ლაციო | დაწვრილებით | |||
30.11 | 18:00 | პალერმო | 2:1 | პარმა | დაწვრილებით | |||
30.11 | 18:00 | მილანი | 2:0 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
30.11 | 18:00 | ემპოლი | 0:0 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
30.11 | 18:00 | ჩეზენა | 0:3 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
30.11 | 18:00 | კალიარი | 0:4 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
30.11 | 21:00 | იუვენტუსი | 2:1 | ტორინო | დაწვრილებით | |||
30.11 | 23:45 | რომა | 4:2 | ინტერი | დაწვრილებით | |||
01.12 | 23:59 | სამპდორია | -:- | ნაპოლი | დაწვრილებით |