იტალია: მე-14 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის პრევიუს.
ფიორენტინა – იუვენტუსი
იტალიური ლიგა ტრადიციას არღვევს და მორიგ ტურს პარასკევს გასამართი, ცენტრალური შეხვედრის იწყებს. ქვეყნის ჩემპიონის ფლორენციაში სტუმრობა დიდ ინტერესს იწვევს. მართალია, მასპინძლები საერთო ჯამში დამაჯერებლად ვერ ასპრეზობენ მიმდინარე სეზონში, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ “ფიორენტინა” კარგ ფორმაშია და გათამაშების ლიდერისთვის ბრძოლის გამართვა შეუძლია.
ტურინელები ფლორენციას დაძაბული ტურინული დერბის შემდეგ სტუმრებონ, რომლის მოგება ბოლო წუთზე მოახერხეს. იმ შეხვედრამ ალგერის გუნდს დიდი ძალები კი წაართვა, თუმცა “იუვეს” აღსადგენად საკმაო დრო ჰქონდა.
რომა – სასუოლო
ტურინელთა მთავარი კონკურენტი “სასუოლოსთან” გამართავს საშინაო შეხვედრას. გასულ ტურში “ინტერთან” მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვება კი გარსიას გუნდისდ კარგ სათამაშო ფორმაზე მეტყველებს.
დიდი ალბათობით, რომაელები მორიგ სამ ქულას მოიპოვებენ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სტუმრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომელიც “იუვენტუსთან” მე-7 ტურში მოპოვებული ფრით დაიწყო. “სასუოლოს” სატურნირო ცხრილშიც მნიშნველოვანი პროგრესი აქვს. დი ფრანჩესკოს გუნდი უკვე მეათე პოზიციაზეა.
ჯენოა – მილანი
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს გენუა, სადაც “ჯენოას” “მილანი” ესტუმრება. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა და ამდენივე საფეხურია. მილანელებს გამარჯვების შემთხვევაში სამეულში მოხვედრის შანსიც კი აქვთ, ამიტომ ინძაგის შეგირდები ამ მატჩის სასურველი შედეგის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ.
“ჯენოას” წელს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. მათი 8-მატჩიანი წაუგებელი სერია გასულ კვირაში, “ემპლისთან” წაგებული სათასო დაპირისპირებით შეწყდა, თუმცა ჩემპიოტში გენუელებს მხოლოდ ორი მარცხი აქვთ და ისიც იშუალო კონკურენტებთან.
აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც. ბოლოს “ჯენოამ” “მილანის” დამარცხება 2010 წელს, საკუთარ მოედანზე მოახერხა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
05.12 | 23:45 | ფიორენტინა | 3.60 | 3.25 | 2.15 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
06.12 | 21:00 | რომა | 1.35 | 4.85 | 9.70 | სასუოლო | დაწვრილებით | |
06.12 | 23:45 | ტორინო | 1.95 | 3.30 | 4.25 | პალერმო | დაწვრილებით | |
07.12 | 15:30 | ნაპოლი | 1.35 | 4.85 | 9.70 | ემპოლი | დაწვრილებით | |
07.12 | 18:00 | ინტერი | 1.55 | 3.85 | 6.90 | უდინეზე | დაწვრილებით | |
07.12 | 18:00 | პარმა | 3.60 | 3.15 | 2.20 | ლაციო | დაწვრილებით | |
07.12 | 18:00 | ჯენოა | 2.85 | 3.20 | 2.60 | მილანი | დაწვრილებით | |
07.12 | 18:00 | ატალანტა | 1.70 | 3.50 | 5.70 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
08.12 | 22:00 | კალიარი | 2.00 | 3.40 | 3.90 | კიევო | დაწვრილებით | |
09.12 | 0:00 | ვერონა | 2.60 | 3.25 | 2.75 | სამპდორია | დაწვრილებით |