იტალია: მე-18 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ სერია A-ს მე-18 ტურის მიმოხილვას.
ინტერი – ჯენოა
წლის პირველი გამარჯვება იზეიმა მილანის “ინტერმა”, რომელმაც გასულ ტურში “ჯენოას” უმასპინძლა. მანჩინის გუნდმა 3 ქულა საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვა.
ანგარიში მასპინძელბმა პალასიოს მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით გახსნეს. ტაიმსი დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი იკარდიმ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
გუნდებმა თითო გოლი მეორე ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ჯერ 85-ზე სტუმრება იცოს გოლით შემაცირეს სხვაობთ, თუმცა სულ რაღაც სამ წუთში ნემანია ვიდიჩმა საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
რომა – ლაციო
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა რომაული დერბი, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
თუმცა, “ლაციო” მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. ნომინალური სტუმრები 29-ე წუთისთვის მაურისა და ფელიპე ანდერსონი გოლებით 0:2-ს იგებდნენ, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა მეორე ნახევარში გაანიავეს. შესვენების შემდეგ მოედანზე მთავარი მოქმედი პირი ვეტერანი ფრანჩესკო ტოტი იყო. ვეტერანმა 48-ე წუთზე ჯერ სხვაობა შეამცირა, 64-ზე კი ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო.
ნაპოლი – იუვენტუსი
რომში დაფიქსირებული შედეგით ყველაზე მეტად “იუვენტუსმა” იხეირა, რომელიც “ნაპოლის” ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ტურინელებმა ანგარიში 29-ე წუთზე პოლ პოგბას გოლით გახსნეს და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება 64-ე წუთამდე შეძლეს, სანამ ბრიტოსმა ანგარიში არ გაათანაბრა. თუმცა, სულ რაღაც 5 წუთში სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. ამჯერად თავი მარტინ კასერესმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 94-ე წუთზე არტურო ვიდალმა დააფიქსირა – 1:3.
18 ტურის შედმეგ “იუვე” 43 ქულით პირველობას ინარჩუნებს და “რომას” უკვე 3 ქულით უსრებს. “ნაპოლი” კი 30 ქულით მეოთხეზეა.
ტურის ყველა მატჩი
10.01 | 21:00 | სასუოლო | 1:1 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
10.01 | 23:45 | ტორინო | 1:1 | მილანი | დაწვრილებით | |||
11.01 | 15:30 | ინტერი | 3:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | სამპდორია | 1:0 | ემპოლი | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | რომა | 2:2 | ლაციო | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | ვერონა | 3:1 | პარმა | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | ფიორენტინა | 4:3 | პალერმო | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | კალიარი | 2:1 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
11.01 | 18:00 | ატალანტა | 1:1 | კიევო | დაწვრილებით | |||
11.01 | 23:45 | ნაპოლი | 1:3 | იუვენტუსი | დაწვრილებით |