იტალია: მე-18 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ სერია A-ს მე-18 ტურის პრევიუს.
ინტერი – ჯენოა
“ჯენოას” მცირე ჩავარდნა ჯერ კიდევ ახალ წლამდე დაეწყო. გასულ კვირას კი გენუელები საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” მარცხს გადაურჩნენ. თუ გუნდი უახლოეს მომავალში ძველებურად არ ათამაშდა, ცხრილის შუა ნაწილში დაქვეითება გარდაუვალი გახდება. სწორედ მანდედაც ცდილობს ამოსვლას “ჯენოას” მომავალი მეტოქე. “ინტერი” მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური იტალიური გუნდია. მოსალოდნელია, რომ ლუკას პოდოლსკისთან ერთად “ჯენოას” კიდევ ერთი ახალწვეული, ჯერდან შაქირიც შეუტევს. ტურინში ჩატარებული საკმაოდ კარგი მატჩის შემდეგ მილანელებს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ.
ნაპოლი – იუვენტუსი
მოახლოებულ ტურში ორი ცენტრალური დაპირისპირებაა. ერთ-ერთი მათგანი ნეაპოლში შედგება, სადაც ბენიტესის გუნდი გათამაშების ლიდერს მიიღებს.
“იუვემ” გასულ ტურში დაკარგული ქულების გამო “ინტერს” მინიმალურ დისტანციაზე მიახლოების საშუალება მისცა. მოწინავე პოზიციებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და ამიტომ უკვე ერთი შეცდომაც შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.
“ნაპოლი” კი მატჩს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. უკანასკნელი 5 მატჩიდან ბენიტესის შეგირდებმა 4 მოიგეს, “იუვენტუსმა” კი მხოლოდ ერთხელ მიაღწია სასურველ შედეგს.
რომა – ლაციო
გვერდს ვერც ტრადიციულ რომაულ დერბის ავუვლით. მართალია, “რომას” პირველ პოზიციაზე გადასვლის კარგი შანსი აქვს ამ ტურში, მაგრამ საამისოდ საკუთარი მატჩის მოგებაცაა საჭირო, რაც იოლი სულაც არ იქნება.
“ლაციო” კარგ ფორმაზე ზედიზედ 6 წაუგებელი მატჩი მეტყველებს. დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას “არწივები” დერბიშიც აგრძლებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ სეზონში “ლაციომ” მთავარი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა, რის გამოც გულშემატკივრებისთვის გამარჯვების გარდა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
10.01 | 21:00 | სასუოლო | 2.23 | 3.20 | 3.40 | უდინეზე | დაწვრილებით | |
10.01 | 23:45 | ტორინო | 2.60 | 3.10 | 2.90 | მილანი | დაწვრილებით | |
11.01 | 15:30 | ინტერი | 1.60 | 3.70 | 6.00 | ჯენოა | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | სამპდორია | 1.95 | 3.40 | 4.10 | ემპოლი | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | რომა | 2.10 | 3.35 | 3.65 | ლაციო | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | ვერონა | 2.35 | 3.30 | 3.15 | პარმა | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | ფიორენტინა | 1.70 | 3.70 | 5.25 | პალერმო | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | კალიარი | 1.60 | 3.75 | 6.00 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
11.01 | 18:00 | ატალანტა | 2.10 | 3.20 | 3.75 | კიევო | დაწვრილებით | |
11.01 | 23:45 | ნაპოლი | 2.90 | 3.30 | 2.50 | იუვენტუსი | დაწვრილებით |