იტალია: მეხუთე ტურის მიმოხილვა
იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. მთავარი მოულოდნელობა კი მილანში დაფიქსირდა.
რომა – ვერონა
რომაელებს ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მართალია, გოლები მხოლოდ მატჩის ბოლოს გავიდა, თუმცა გარსიას შეგირდები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ.
შედეგიანი დარტყმები 75-ე და 86-ე წუთზე, შესაბამისად, ფლორენციმ და დესტრომ შეასრულეს.
მორიგი გამარჯვების შემდეგ “რომა” 15 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.
ატალანტა – იუვენტუსი
ქულათა ანალგოიური რაოდენობა აქვს გათამაშების ლიდერ “იუვენტუსს”, რომელიც გასულ ტურში ბერგამოს სტუმრობდა.
ტურინელებმა “ატალანტას” სამი გოლი განსაკთრებული სირთულის გარეშე გაუტანეს. დუბლი კარლოს ტევესმა შეასრულა, ერთი შედეგიანი დარტყმაც ალვარო მორატამ გაიტანა. ესპანელისთვის ეს პირველი იტალიური გოლი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს მატჩის მსვლელობის დროს გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ დენისის პენალტი ბუფონმა მოიგერია.
ინტერი – კალიარი
ტურის მთავარი სენსაცია მილანში დაფიქსირდა, სადაც “ინტერი” “კალიარის” მასპინძლობდა.
მილანელებმა სეზონი საკმაოდ ნორმალურად დაიწყეს და ამიტომ მოკრძალებულ “კალიარისთან” გასამართ შეხვედრას მათი გულშემატკივრები ოპტიმისტურად უყურებდნენ. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
მე-10 წუთზე ანგარიში სტუმრებმა, საუს ზუსტი დარტყმით გახსნეს. “ინტერმა” გათანაბრება სულ რაღაც 8 წუთში შესძლო. აი შემდეგ კი, მასპინძლებისთვის ყველაფერი აირია. ორწუთიან ინტერვალში ნაგატომომ ორი ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც “კალიარი” კიდევ ერთხელ, ეკდალის გოლით დაწინაურდა.
შვედმა ტაიმის დასრულებამდე კიდევ ორჯერ გაიტანა და 44-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 1:4 დააფიქსირა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
27/09/14
რომა 2-0 ვერონა
გოლები: ფლორენცი 75′ ; დესტრო 86′
1 X 2
1.42 4.90 8.00
ატალანტა 0-3 იუვენტუსი
გოლები: ტევესი 35′ ; 59′ ; მორატა 83′
1 X 2
6.55 3.65 1.63
28/09/14
სასუოლო 0-1 ნაპოლი
გოლი: ხოსე კალიეხონი 28′
1 X 2
4.30 3.50 1.85
ჩეზენა 1-1 მილანი
გოლები: სუჩი 10′ (1:0); რამი 19′ (1:1)
1 X 2
5.35 3.65 1.67
ინტერი 1-4 კალიარი
გოლები: საუ 10′ (0:1); ოსვალდო 18′ (1:1); ეკდალი 29′ ; 34′ ; 44′
1 X 2
1.47 4.20 7.05
კიევო 1-1 ემპოლი
გოლები: მეჯიორინი 50′ (1:0); პუკიარელი 59′ (1:1)
1 X 2
2.30 3.20 3.30
ტორინო 1-1 ფიორენტინა
გოლები: კვალიარელა 62′ (1:0); ბაბაკარი 78′ (1:1)
1 X 2
2.75 3.20 2.65
ჯენოა 0-1 სამპდორია
გოლი: გაბიადინი 75′
1 X 2
2.85 3.20 2.60
29/09/14
უდინეზე 4-2 პარმა
გოლები: მაური 22′ (0:1); დი ნატალე 28′ ; 44′ (2:1); კასანო 45′ (2:2); ჰერტო 58′ (3:2); თერეუ 84′ (4:2)
1 X 2
2.20 3.30 3.40
პალერმო 0-4 ლაციო
გოლები: დორდევიჩი 45′ ; 75′ ; 83′ ; პაროლო 90′
1 X 2
3.10 3.25 2.35