იტალია: მერვე ტურის მიმოხილვა

თარიღი: ოქტომბერი 27, 2014

სერია ა-ს მერვე ტურის შემდეგ ლიდერებს შორის სხვაობა კვლავ გაიზარდა, ხოლო ცენტრალურმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

სამპდორია – რომა

“ბაიერთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ “რომამ” ვერც საშინაო ასპარეზზე მოიგო. რუდი გარსიას გუნდი გასულ ტურში გენუას სტუმრობდა, სადაც ურთეირთბას ადგილობრივ “სამპდორიასთან” არკვევდა.

შეხვედრა რომაელთა უპირატესობით წარიმართა. სტუმრები ბურთსაც უფრო მეტხანს ფლობდნენ და კარის აღების შესაძლელბობაც მეტი ჰქონდათ, თუმცა მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

იუვენტუსი – პალერმო

კონკურენტის წაფორხილებით ისარგებლა “იუვენტუსმა”. ტურინელებმა საკუთარ მოედანზე “პალერმოს” სძლიეს და “რომასთან” სხვაობა კვლავ 3 ქულამდე გაზარდეს.

“იუვემ” მეტოქეს დამაჯერებელი, ორბურთიანი სხვაობით მოუგო. 32-ე წუთზე ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა. ჩილელს ასისტენტობა კარლოს ტევესმა გაუწია. საბოლოო ანგარიში კი ფერნანდო ლიორენტემ დააფიქსირა, რომელმაც ანდრეა პირლოს პასით შესძლო სორენტინოს კარის დალაშქვრა.

მილანი – ფიორენტინა

ტურის დასკვნითი და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირება “სან სიროზე” შედგა, სადაც ერთმანეთს “მილანი” და “ფიორენტინა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც სწორედ “მილანმა” გახსნა. 25-ე წუთზე “როსონერი” წინ ნაიჯელ დე იონგმა გაიყვანა, თუმცა მილანელებმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვების მოპოვება ვერ შესძლეს. მეორე ტაიმში ფლორენციელებმა იოსიპ ილიჩიჩის გოლით გაათანაბრეს.

მეცხრე ტურის წინ, რომელიც უკვე ხვალიდან აიღებს სტარტს, “მილანი” 15 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო “ფიორენტინას” აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ 10 ქულაა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

25/10/14

ემპოლი 0-4 კალიარი
გოლები: საუ 31′ ; დანილო აველარი 36′ ; 38′ ; ეკდალი 45′
1            X            2
2.18     3.30       3.45

პარმა 1-3 სასუოლო
გოლები: ფლოკარი 20′ (0:1); ასერბი 23′ (0:2); ტაიდერი 52′ (0:3); კასანო 78′ (1:3)
1            X            2
2.02     3.35       3.90

სამპდორია 0-0 რომა
1            X            2
3.50     3.30       2.17

26/10/14

უდინეზე 2-0 ატალანტა
გოლები: დი ნატალე 6′ ; თერეუ 36′
1            X            2
1.90     3.40        4.35

კიევო 1-2 ჯენოა
გოლები: ზუკანოვიჩი 36′ (1:0); მატრი 72′ (1:1); პინილია 84′ (1:2)
1            X            2
2.55      3.10        3.00

იუვენტუსი 2-0 პალერმო
გოლები: ვიდალი 32′ ; ლიორენტე 64′
1            X            2
1.25     6.00        13.00

ჩეზენა 0-1 ინტერი
გოლი: იკარდი 32′
1            X            2
6.00      3.60       1.65

ნაპოლი 6-2 ვერონა
გოლები: ჰალფეოსონი 1′ (0:1); ჰამშიკი 44′ ; 58′ (2:1): ლოპერსი 66′ (2:2); იგუაინი 68′ (3:2); კალიეხონი 76′ (4:2); იგუაინი 84′ ; 90′ (6:2)
1            X            2
1.50      4.00       7.50

ლაციო 2-1 ტორინო
გოლები: ბიგლია 15′ (1:0); ფარნერუდი 53′ (1:1); კლოზე 60′ (2:1)
1            X            2
1.80      3.40      5.00

მილანი 1-1 ფიორენტინა
გოლები: დე იონგი 25′ (1:0); ილიჩიჩი 64′ (1:1)
1            X            2
2.10     3.30        3.70

მსგავსი სიახლეები