იტალია: მესამე ტურის პრევიუ
იტალიური ტური ორ დღეზეა განაწილებული, მთავარი შეხვედრა კი დღეს მილანში გაიმართება, სადაც ინძაგის გუნდს “იუვენტუსი” ეწვევა.
მილანი – იუვენტუსი
ცენტრალური მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. ორი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგის მქონე გუნდების დაპირისპირება უკომპრომისო ბრძოლას გვპირდება. შეიძელბა ითქვას, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის საუკეთესო შეტევის და დაცვის მქონე გუნდები ხვდებიან. მილანელებმა სასტარტო ორ ტურში 8 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა საკუთარში 5 მიიღეს. “იუვეს” კარის დალაშქვრა კი ჯერჯერობით ვერავინ შესძლო. თავის მხრივ ალეგრის შეგირდებმა მეტოქეები სამჯერ დაამწუხრეს, რაც ორი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. “იუვემ” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და “მალმიო” ტევესის დუბლით დაამარცხა.
რომა – კალიარი
გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი საკუთარ მოედანზე “კალიარის” მიიღებს. სტუმრების აქტივში მესამე ტურის წინ მხოლოდ ერთი ქულაა. წესით და რიგით რომაელებს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება არ უდნა გაუჭირდეთ, რაც შესაძლოა ერთპიროვნულად გალიდერების წინაპირობაც კი გახდეს.
გასულ სეზონში “რომამ” “კალიარის” დამარცხება მხოლოდ სტუმრად მოახერხა. სტადიო ოლიმპიკოზე ჩატარებული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ესეც დამატებითი მოტივატორი რუდი გარსიას შეგირდებისთვის.
უდინეზე – ნაპოლი
ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც საინტერესო ბრძოლას გვპირდება უდინეში ჩასატარებელი შეხვედრაა, სადაც “ნაპოლის” ელიან. გუნდებს ფაქტობრივად ერთნაირი სტარტი გამოუვიდათ და სატურნირო ცხრილშიც ისინი ერთმანეთის მახლობლად არიან განლაგებულნი.
მესამე ტურის შეხვედრამდე “ნაპოლი” ევროთასებზე მოასწრო ასპარეზობა. ბენიტესის შეგირდებმა პრაღის “სპარტას” უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.
გასულ სეზონშ “უდინეზე” და “ნაპოლი” ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოახერხეს. ნეაპოლში გუნდებმა ნამდვილი სანახაობა დადგეს – 3:3, ხოლო უდინეში შედარებით მოკრძალებული შედეგი დაფიქსირდა – 1:1.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
20/09/14
ჩეზენა – ემპოლი
1 X 2
2.80 3.10 2.75
მილანი – იუვენტუსი
1 X 2
3.05 3.20 2.50
21/09/14
კიევო – პარმა
1 X 2
2.85 3.00 2.70
ჯენოა – ლაციო
1 X 2
2.85 3.10 2.60
რომა – კალიარი
1 X 2
1.33 5.20 10.00
სასუოლო – სამპდორია
1 X 2
2.65 3.25 2.70
ატალანტა – ფიორენტინა
1 X 2
3.10 3.20 2.35
უდინეზე – ნაპოლი
1 X 2
3.15 3.25 2.30
პალერმო – ინტერი
1 X 2
3.80 3.30 2.05
ტორინო – ვერონა
1 X 2
1.95 3.35 4.05