იტალია: მეშვიდე ტურის მიმოხილვა
იტალიური ტურის მთავარი მოვლენა გათამშების ლიდერის აუტსაიდერთან ვერმოგებული შეხვედრა გახდა
სასუოლო – იუვენტუსი
ტურის მთავარი სენსაცია რეჯიო ემილიაში დაფიქსირდა, სადაც “სასუოლომ” მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა და ძლიერ მეტოქეს ქულები წაართვა.
მასპინძლები ძაძას მიერ მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ. ტურინელებმა მალევე პოგბას გოლით გაათანაბრეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს და მნიშვნელოვანი ქულების დაკარგეს. მიუხედავად ამისა, “იუვე” ლიდერობას ჯერჯერობით ინარჩუნებს.
რომა – კიევო
ტურინელთა წაფორხილებით შესანიშნავად ისარგებლა “რომამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “კიევო” დაამარცხა და მთავარ კონკურენტთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
რომაელებმა ვერონელებს სამი უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაუტანეს. შედეგიანი დარტყმების ავტორები დესტრო, ლიაიჩი და ფრანჩესკო ტოტი გახდნენ. მეორე ნახევარში გარსიას გუნდს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია.
ინტერი – ნაპოლი
ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, რომელიც სან სიროზე შედგა, მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. განსაკუთრებით კი, მისმა ბოლო წუთებმა.
მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე კი ხოსე კალიეხონმა სტუმრები წინ გაიყვანა. “ნაპოლის” სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 3 წუთში გუარინმა იკარდის გადაცემით ანგარიშის გათანაბრება შესძლო.
გუნდები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და 90-ე წუთზე “ნაპოლი” კვლავ წინ გავიდა. გოლი ისევ კალიეხონის ანგარიშზეა. თუმცა, ამჯერად “ინტერს” გასათანაბრებლად ერთი წუთიც კი ეყო. საბოლოო ანგარიში ერნანდესმა დააფიქსირა – 2:2.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
18/10/14
რომა 3-0 კოევო
გოლები: დესტრო 4′ ; ლიაიჩი 25′ ; ტოტი 33′
1 X 2
1.35 5.00 9.15
სასუოლო 1-1 იუვენტუსი
გოლები: ძაძა 13′ (1:0); პოგბა 19′ (1:1)
1 X 2
7.60 4.20 1.47
19/10/14
ფიორენტინა 0-2 ლაციო
გოლები: ჯორჯევიჩი 35′ ; ლულიჩი 90′
1 X 2
2.15 3.25 3.60
კალიარი 2-2 სამპდორია
გოლები: გაბიადინი 28′ (0:1); პედრო ობიანგი 39′ (0:2); დანილო აველარი 59′ (1:2); საუ 77′ (2:2)
1 X 2
2.55 3.30 2.80
პალერმო 2-1 ჩეზენა
გოლები: დიბალა 33′ (1:0); როდრიგესი 61′ (1:1); გონსალესი 90′ (2:1);
1 X 2
1.75 3.50 2.80
ატალანტა 1-0 პარმა
გოლი: ბოკაიე 90′
1 X 2
2.50 3.25 2.90
ვერონა 1-3 მილანი
გოლები: მარკესი 21′ (ს.კ. 0:1); ჰონდა 27′ ; 56′ (0:3); ლოპესი 87′ (1:3)
1 X 2
3.25 3.25 2.30
ტორინო 1-0 უდინეზე
გოლი: კვალიარელა 62′
1 X 2
2.35 3.15 3.25
ინტერი 2-2 ნაპოლი
გოლები: კალიეხონი 79′ (0:1); გუარინი 82′ (1:1); კალიეხონი 90′ (1:2); ერნანდესი 90+1
1 X 2
2.50 3.25 2.85
20/10/14
ჯენოა – ემპოლი
1 X 2
2.15 3.20 3.65