იტალია: მეშვიდე ტურის პრევიუ
მორიგ იტალიურ ტურში გათამაშების ფავორიტები იოლი გამარჯვებების მოლოდინში არიან. ტური ცენტრალურ დაპირისპირებას კი მილანი უმასპინძლებს.
რომა – კიევო
გასულ ტურში, ტურინში განცდილი მარცხის შემდეგ “რომა” საკუთარ გულშემატკივართა თვალწინ შეეცდება მდგომარეობის გამოსწორებას. ამისთვის რუდი გარსიას შეგირდებს მეტოქეც შესაბამისი ჰყვათ. წესით და რიგით აუტსაიდერებში მყოფი, მოუგებელი სერიის მქონე “კიევოს” დამარცხება ტოტის და კომპანიას არ უნდა გაუჭირდეთ.
მასპინძელთა უპირატესობაზე გასულ სეზონში დაფიქსირებული შედეგებიც მეტყველებს. შარშანდელი გათამაშების ორივე მატჩი რომაელთა გამარჯვებით დასრულდა.
სასუოლო – იუვენტუსი
გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს უშუალო კონკურენტთან შედარებით კიდევ უფრო იოლი მეტოქე ჰყავს. გამარჯვების გარეშე მოასაპრეზე და უკანასკნელ პოზიციაზე მყოფი “სასუოლო” ტურინელებისთვის სწორედ ის მეტოქეა, რომელთანაც სამი ქულო ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაგეგმო და მოიპოვო კიდეც, რაც შარშან “იუვეს” არ გასჭირვებია.
ასე რომ, დღევანდელი მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
ინტერი – ნაპოლი
ტურის გამორჩეულ მატჩს “სან-სირო” უმასპინძლებს, სადაც მილანის “ინტერს” “ნაპოლი” ესტუმრება.
კარგი სასტარტო მატჩების შემდეგ მილანელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს. უკანასკნელ ორ ტურში მაცარის გუნდმა 7 გოლი გაუშვა, რაც უბრალოდ კატასტროფული შედეგია.
სატურნირო და ფსიქოლოგიური მდოგმარეობის გამოსასწორებლად “ნაპოლის” დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამის გაკეთება იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ბენიტესის გუნდმა ბოლო დროს თამაში გამოასწორა და უკვე ოთხი მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
18/10/14
რომა – კოევო
1 X 2
1.35 5.00 9.15
სასუოლო – იუვენტუსი
1 X 2
7.60 4.20 1.47
19/10/14
ფიორენტინა – ლაციო
1 X 2
2.15 3.25 3.60
კალიარი – სამპდორია
1 X 2
2.55 3.30 2.80
პალერმო – ჩეზენა
1 X 2
1.75 3.50 2.80
ატალანტა – პარმა
1 X 2
2.50 3.25 2.90
ვერონა – მილანი
1 X 2
3.25 3.25 2.30
ტორინო – უდინეზე
1 X 2
2.35 3.15 3.25
ინტერი – ნაპოლი
1 X 2
2.50 3.25 2.85
ჯენოა – ემპოლი
1 X 2
2.15 3.20 3.65