იტალია – შვედეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
იტალია – შვედეთი
შეხვედრის ადგილი: ტულუზა; “Stadium de Toulouse”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 17 ივნისი; 17:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)
დღეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის ერთი მატჩი გაიმართება, რომელიც საკმაოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს. საუბარია იტალიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაზე, რომელიც თბილისის დროით 17:00-ზე აიღებს სტარტს.
ეს ამ გუნდების მეორე მატჩი იქნება; პირველი მატჩი “სკუადრა აძურამ” ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად, 2:0 მოიგო. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდს, შვედებმა ირლანდიელების დამარცხება ვერ მოახერხეს (1:1).
შესაბამისად E ჯგუფში ასეთი სიტუაციაა – პირველ ადგილზე იტალიელები იმყოფებიან 3 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს კი შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებები იყოფენ. ბელგია 0 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა მათი მიზნები საკმაოდ მაღალია.
იტალიის ბოლო 5 მატჩი:
13.06.16. | ევრო 2016 | ბელგია | იტალია | 0:2 | |
06.06.16 | ამხ. | იტალია | ფინეთი | 2:0 | |
29.05.16 | ამხ. | იტალია | შოტლანდია | 1:0 | |
29.05.16 | ამხ. | გერმანია | იტალია | 4:1 | |
04.06.16 | ამხ. | იტალია | ესპანეთი | 1:1 |
შვედეთის ბოლო 5 მატჩი:
13.06.16 | ამხ. | ირლანდია | შვედეთი | 1:1 | |
26.03.16 | ამხ. | შვედეთი | უელსი | 3:0 | |
29.05.16 | ამხ. | შვედეთი | სლოვენია | 0:0 | |
29.05.16 | ამხ. | შვედეთი | ჩეხეთი | 1:1 | |
04.06.16 | ამხ. | თურქეთი | შვედეთი | 2:1 |
ურთიერთშეხვედრები
18.11.09 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1:0 შვედეთი
18.06.04 – ევროპის ჩემპიონატი: იტალია 1:1 შვედეთი
ანტონიო კონტე: “ისეთი გუნდი მყავს, რომელიც მთლიანად გამარჯვებაზეა ფოკუსირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მატჩი მათ მენტალიტეტს ვერ შეცვლის. ბელგიასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია.
ამ ჩემპიონატზე საკმაოდ რთულია მოგება, ძალიან რთული – ნახეთ რა ქნა საფრანგეთმა. ფრანგებმა მხოლოდ ბოლო წუთებზე გატეხეს ალბანეთი. ასე რომ, ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ თითოეული მატჩისთვის და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ.”
ერიკ ჰამრენი: ” რა თქმა უნდა ეს იტალია ისეთი ვერ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ დაცვაში საკმაოდ კარგად თამაშობენ, ისევე როგორც შეტევაში. ბელგიასთან მათ მშვენივრად ითამაშეს, გამაკვირვეს.
ჩვენთვის საკმაოდ რთული ბარიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეგვიძლია და არა იმაზე, თუ რა არ შეგვიძლია. ძალიან ეფექტურები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ.”
იტალია:
– გრაციანო პელემ ბელგიასთან მატჩში მცირე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ ის ამ მატჩისთვის მზად იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ კონტემ ის დაასვენოს.
– იტალიელთა ბოსმა შესაძლოა კიდევ რამოდენიმე მთავარი ფეხბურთელიც დაასვენოს. საუბარია ანტონიო კანდრევაზე, ედერზე, დანიელე დე როსისა და მატეო დარმიანიზე.
– მატჩს სასტარტოდან დაიწყებენ: ფედერიკო ბერნანდესკი, ტიაგო მოტა, მატიე დე შილიო და ჩირო იმობილე. შესაძლოა სასტარტოში ვიხილოთ ლორენცო ინსინიეც.
შვედეთი:
– მიკაელ ლუსტიგმა ირლანდიელებთან მატჩში დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაძლოა გუნდს იტალიელებთან მატჩში ვერ დაეხმაროს.
– ლუსტიგს სავარაუდოდ ერიკ იოჰანსონი ჩაანაცვლებს, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს.
– ირლანდიასთან იმედგამაცრუებელი თმაშის შემდეგ, შეტევაში ზლატანთან ერთად ჯონ გვიდეტი იმქომედებს, ნაცვლად მარკუს ბერგისა.
საინტერესო ფაქტები:
– იტალიელები მომდევნო ეტაპზე გავლენ თუ შვედეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მესამე შეხვედრას მოუგებენ.
– “სკუადრა აძურა” E ჯგუფის სათავეშია ბელგიასთან მოგების შემდეგ, 2-0; შვედეთმა ირლანდიასთან ქულები გაიყო, 1-1
– 2004 წლის ჩემპიონატზე სწორედ შვედებმა გააგდეს იტალია, რაშიც დიდი წვლილი ზლატანის გოლმა შეიტანა
– ჯგუფურ ეტაპზე ეს გუნდები 2000 წელსაც დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვებული იტალია დარჩა (2-1)
– E ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, 17:00-ზე აიღებს სტარტს (ბელგია – ირლანდია)
იტალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, ფლორენცი, დე როსი, ჯაკერინი, დე შილიო; პელე, ედერი.
შვედთა სავარაუდო შემადგენლობა: ისაკსონი; ლინდელოფი, გრანქვისტი, იოჰანსონი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი, კელსტიორრმი, ფორსბერგი; გვიდეტი, იბრაჰიმოვიჩი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
იტალია 1-0 შვედეთი