იტალიამ აზერბაიჯანს კიელინის “ჰეთ-თრიკით” მოუგო

თარიღი: ოქტომბერი 11, 2014

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში იტალიამ პალერმოში აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2-1 სძლია.

ანგარიში 44-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ გახსნა და ტაიმიც მასპინელთა გამარჯვებით დასრულდა. 77-ე წუთზე აზერბაიჯანელებმა გათანაბრება მოახერხეს, თუმცა ამაში ჩვენს მეზობლებს კიელინი დაეხმარა და საკუთარი გვარი ტაბლოზე კიდევ ერთხელ დააფისქირა. იტალიელთა ცენტრალური მცველი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ზუსტად 5 წუთში კიდევ ერთხელ გაიტანა, ამჯერად კვლავ მეტოქის კარში და საბოლოო ანგარიშთან ერთად უჩვეულო ჰეთ-თრიკიც დააფიქსირა.

იტალია 2-1 აზერბაიჯანი

გოლები: კიელინი 44′ (1:0); 77′ (ს.კ. 1:1); 82′ (2:1)

იტალია: ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი (კანდრევა 81′); რანოკია, დე შილიო, პირლო (აკვილანი 73′), მარკიზიო, ფლორენცი (ჯოვინკო 77′), იმობილე, ზაზა. 

აზერბაიჯანი: აგაევი, სადიგოვი, ალაჰვერდიევი, ქარაევი, ქირტიმოვი (რამალდანოვი 46′), ჰუსეინოვი, ამირქულიევი (ნადიროვი 86′), აბდულაევი, ალიევი, ნაზაროვი, დადაშოვი (ჰუსეინოვი 59′)

მსგავსი სიახლეები