იტალიამ ინგლისს სძლია
მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ინგლისის და იტალიის ნაკრებებს შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ანგარიში 35-ე წუთზე მარკიზიომ გახსნა. თუმცა იტალიელთა სიხარული ხანმოკლე იყო. სულ რაღაც ორ წუთში სტარიჯმა წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენბაზე 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმი იტალიელების შეტევები დაიწყო და 50-ე წუთზე ბალოტელის გოლით პრანდელის შეგირდები კვლავ დაწიინაურდნენ.