იტალიელი ექსპერტი: “კვარაცხელია ორ-სამ ინსინიეს უდრის”
Gazetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა და წამყვანმა მიმო მალფიტანომ ერთმანეთს ლორენცო ინსინიე და ხვიჩ კვარაცხელია შეადარა. სწორედ ინსინიეს შემცვლელად იყიდა “ნაპოლიმ” კვარა, თუმცა ლორენცოს არ მოსწონს ხვიჩასთან შედარება და ეს ადრე აშკარად გამოხატა.
“კვარაცხელია ორ ან სამ ინსინიეს უდრის. ლორენცო ყოველთვის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩემპიონი არასდროს ყოფილა”
მალფიტანოს ეთანხმება კიდევ ერთი ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო.
“მე ამ კითხვას არ გავურბივარ და უფრო დეტალებში ჩავალ. ინსინიე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია უფრო შეეფერება სპალეტის ფეხბურთს. ქართველსა აქვს სიძლიერე და დრიბლინგის უნარი. მოსწონს ეს ლორენცოს თუ არა, კვარა მას სჯობს”
მიუხედავად ყველაფრისა, ინსინიე “ნაპოლის” ლეგენდად ითვლება და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.