იტალიელი გოგონა კომიდან ტოტის ხმის გაგონების შემდეგ გამოვიდა

თარიღი: სექტემბერი 28, 2020

რომის “ლაციოს” ქალთა გუნდის ფეხბურთელი ილენია მატილი კომიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ფრანჩესკო ტოტის ხმა გაიგონა. 19 წლის გოგონა ავტოავარიაში მოყვა და ცხრა თვის განმავლობაში კომაში იყო.

მატილის ოჯახმა სპორტსმენის გაღვიძება სხვადასხვა ხერხით არაერთხელ სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი “ლაციოში” ირიცხება, ის “რომას” გულშემატკივარია. ოჯახი მატილის ხშირად ასმენინებდა “რომას” ჰიმნის აუდიოჩანაწერს.

ამის შესახებ ფრანჩესკო ტოტიმაც შეიტყო და გოგონასთვის სპეციალური ჩანაწერი გააკეთა:

“ილენია, არ დანებდე, ჩვენ შენთან ვართ”.

ამ ჩანაწერს ხშირად ასმენინებდნენ მატილის და მალე მან კომიდან გამოსვლა დაიწყო. როდესაც გოგონამ გაიღვიძა, ტოტის ხილვა ისურვა. “რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ილანია მატილის სურვილი აუსრულა და დღეს ის საავადმყოფოში მოინახულა.

 

მსგავსი სიახლეები