”იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობა ბავშვობიდან მინდოდა” – ინტერვიუ ანდრო ბითაძესთან

თარიღი: ივლისი 21, 2016

როგორც იცით, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ანდრო ბითაძემ კარიერა ”ბარსელონადან” ”რომაში” გააგრძელა.

Fanebi.Com ბითაძეს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– რატომ გადაწყვიტეთ ”ბარსელონას” დატოვება?

– იტალიის ჩემპიონატი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ აქ თამაშით დიდ გამოცდილებას მივიღებ. გუნდის შეცვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა. ბავშვობაშიც ყოველთვის მინდოდა იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობა.

– 2012/13 წლები სერბულ ”ვოივოდინაში” გაატარეთ, შემდეგ იყო ”იადრანი”, გასულ სეზონში კი ”ბარსელონაში თამაშობდით. როგორ შეაფასებდით თქვენს კარიერას ამ სამ კლუბში?

– ”ვოიოვოდინაში” 15 წლის ასაკში წავედი და იქ ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რომელიც სამომავლოდ გამომადგა. მონტენეგროს ჩემპიონ ”იადრანში” ორი წელი გავატარე, სადაც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პროგრესი განვიცადე. მონტენეგროში მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დამეხმარა, რომ მეთამაშა ისეთ ლიგაში, როგორიცაა ”რეგიონალური ლიგა”. ამის შემდეგ, ერთი წელი ”ბარსელონაში” გავატარე და კატალონიურ კლუბში ავითვისე ესპანური წყალბურთის სტილი – ეს არის სწრაფი წყალბურთი, გათვლილი კონტრშეტევებზე.

– გქონდათ თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც?

– კი, სამი შემოთავაზება მქონდა, ერთი ამერიკიდან, კერძოდ კი სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდიდან, ასევე იყო საფრანგეთიდან ”ნიცას” ვარიანტი და ”რომა”. საბოლოოდ, იტალიურ კლუბში გადასვლა ვამჯობინე და გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ.

– იტალია ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია მსოფლიოში. მას ჩემპიონატიც ძლიერი აქვს. მაგრამ წლების შემდეგ სად ისურვებდით თამაშს? თქვენი აზრით, შეგიძლიათ თუ არა კიდევ უფრო წინსვლა და რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?

– ალბათ, იტალიურ ”პრო რეკაში” თამაში ყველა წყალბურთელის ოცნებაა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ჩემი კარიერა ”რომაში” გრძელდება, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდები.

– ბოლოს ნაკრებზეც გკითხავთ, როგორ შეაფასებდით საქართველოს გამოსვლას ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე?

– მეორე ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა. ვფიქრობ, მაინც ახალბედა გუნდი ვართ და ამ ეტაპზე დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება და ვამჩნევ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. სწორი ხელშეწყობით და შრომით რამდენიმე წელში დიდ შედეგსაც მივაღწევთ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ ატარებს დასვენების დღეებს კრიშტიანო რონალდუ (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დასვენების დღეებს იბიცაზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. პორტუგალიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჯიქია სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა

გიორგი ჯიქია მოსკოვის “სპარტაკის” სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” რონალდუს დამატება სურს

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს. წყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნაზე მუშაობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა ახალი ტურნირის შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა

სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა. ის იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუთი ცვლილების წესი მუდმივი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მატჩში ხუთი ცვლილების წესი სამუდამოდ დაწესდა. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს კორონავირუსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბა “იუვეში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდება. “ლა გაძეტა დელო სპორტის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან პერსიმ ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა დაასახელა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების, ლონდონის “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ინგლისური საფეხბურთო ატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კლუბი დატოვა. 29 წლის ფრანგ ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ოფიციალურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაგავია” – სკანდალური წარწერა “ბიბისი&

გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო კორპორაცია “ბიბისი” სკანდალში გაეხვა. დილის ეთერის დროს მორბენალი სტრიქონის სახით გავიდა წარწერა: [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოქროს ბუცი” ზედიზედ მეორედ

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი 2021-2022 წლების სეზონის შედეგებით “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. პოლონელმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კინაღამ ევროპის ლიგის საგზურიც დაკარგა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება. ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ინგლისს ევროთასებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ ვიეირას დაპირისპირება “ევერტონის” ფანთან (ვიდეო)

19 მაისს, ინგლსისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” 3:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა