იტალიის ნაკრები მეოთხედფინალს დიდი დანაკლისით ხვდება
2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხეფინალური დაპირისპირება იტალიის ეროვნულ ნაკრებსა და გერმანიას შორის გაიმართება.
როგორც იცით, ”სკუადრა აძურა” საფრანგეთში დიდი დანაკლისით გაემგზავრა. ტურნირის დაწყებიდან საკუთარ ნაკრებს ტრავმის გამო მარკიზიო, მონტოლივო და ვერატი ვერ ეხმარება.
იტალიის ნაკრებს პრობლემები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისაც არ ელევა. ესპანეთთან მატჩის დროს, დე როსიმ მცირე დაზიანება მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისში ის ტიაგო მოტამ შეცვალა.
”სკუადრა აძურას” ექიმების მოლოდინი იყო, რომ ”რომას” ნახევარმცველის ტრავმა მსუბუქი იქნებოდა და შემდეგი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა. თუმცა, ასე არ მოხდა, დე როსი ვარჯიშს დღემდე ვერ ახერხებს.
საქმე იმაშია, რომ იტალიას პრობლემა დე როსის შემცვლელ, ტიაგო მოტაშიც გაუჩნდა. ”პსჟ”-ს ფეხბურთელმა ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიკაცია აქვს.
La Gazzetta Dello sport-ის ვარაუდით, გერმანიასთან ორთაბრძოლაში იტალია კვლავ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს. დიდი ალბათობით, დე როსისა და ტიაგო მოტას მიერ განთავისუფლებულ ადგილს დავიდე სტურარო დაიკავებს.