იტალიის ფედერაცია: “სერია A-ს კორონავირუსი, შესაძლოა, 700 მილიონი დაუჯდეს”
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა, გვამცნობს, რომ სეზონის შეწყვეტის შემთხვევაში სერია A 700 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალს დაკარგავს.
“ფედერაციის მიზანს საფეხბურთო სეზონის განახლება და ეკონომიკური კრიზისის პრევენცია წარმოადგენს. კრიზისი იტალიურ სპორტს უდიდეს დარტყმას მიაყენებს.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქვეყანა ფეხზე წამოვაყენოთ, მათ შორის ფეხბურთიც. საფეხბურთო ინდუსტრიაში ქვეყნის 100 000 მოქალაქეზე მეტია დასაქმებუული.
სპორტის, ეკონომიკისა და ჯანმრთელობის მინისტრებთან ერთად ვმუშაობთ, რათა შეძლებისდაგვარად უსაფრთხო გარემო შევქმნათ ფეხბურთელებისთვის სეზონის დასასრულებლად.
მოედანზე დაბრუნება ერთადერთი გზაა ფეხზე წამოსადგომად. წინააღმდე შემთხვევაში სერია A-ს კორონავირუსი, შესაძლოა, 700 მილიონი დაუჯდეს. დანაკარგი უკვე აღემატება 500 მილიონ ევროს,” – აცხადებს გრავინა.