იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “იუვეს” “ნაპოლიმ” აჯობა
იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩი ნეაპოლიტანელებმა პენალტების სერიით მოიგეს.
მე-5 წუთზე “ბიანკონერი” კარლოს ტევესმა დააწინაურა, რომელმაც “ნაპოლის” მცველების — კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და გაიტანა. მეორე ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.106-ე წუთზე პოლ პოგბას ეფექტურ თამაშს არანაკლებ ეფექტურად ტევესი გამოეხმაურა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 118-ე წუთზე იგუაინმა კვლავ იყოჩაღა და მატჩი პენალტების სერიებამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმები “ნაპოლის” ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს — რვიდან ექვსი გაიტანეს, როცა ტურინელებმა შვიდიდან ხუთი პენალტი გამოიყენეს.
ამრიგად, იტალიის სუპერთასი “ნაპოლის” საკუთრება გახდა. ნეაპოლიტანელებმა ეს ტიტული არსებობის მანძილზე მეორე მოიგეს, პირველად იტალიის სუპერთასს 1990 წელს დაეუფლნენ.
იტალიის სუპერთასი:
“იუვენტუსი” — “ნაპოლი” 2:2 (პენ. 5:6)
გოლები: ტევესი 5′, 106′ — იგუაინი 68′, 118′.