იტალიის თასის ფინალში “იუვეს” შესაძლოა ხედირა ვერ დაეხმაროს
ტურინის “იუვენტუსის” გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას კოპა იტალიის ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ხედირას, რომელიც მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, წვივის უკანა ნაწილი აქვს დაზიანებული. ამის გამო ის სერია ა-ს მომედვნო ორ მატჩს გამოტოვებს (“ვერონასა” და “სამპდორიას” წინააღმდეგ).
“სამი ხედირამ პარასკევს გამართული ვარჯიში გამოტოვა, მას შემდეგ რაც სამედიცინო შემოწმებამ მისი ტრავმის სერიოზულობა დაადასტურა. გერმანელი გუნდს მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. საეჭვოა მისი კოპა იტალიის ფინალში თამაშიც.” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალვარო მორატამ განმარტოებით ითამაშა, რაც მისი რეაბილიტაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი გახლავთ.
“ბებერი ქალბატონი” კოპა იტალიის ფინალში “როსონერის” დაუპირისპირდება. მატჩი 25 მაისს გაიმართება.