იტალიურ ენციკლოპედიაში ახალი სიტყვა გაჩნდა – “სარიზმი”
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის სათამაშო სტილს იტალიურ ენციკლოპედიაში ახალი სიტყვა შეუსაბამეს – “სარიზმი”. ამ ინფორმაციას თავად “ენციკლოპედია ტრეკანის”* ოფიციალური გვერდი გვამცნობს.
თავდაპირველად, ტერმინი “სარიზმი” ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენებოდა იტალიურ მედიაში, როდესაც მაურიციო სარი “ნაპოლისთვის” მუშაობდა. “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ კი, ამ ტერმინმა ინგლისელ ჟურნალისტებს შორის მალევე მოიხვეჭა პოპულარულობა.
იტალიელი სპეციალისტის სათამაშო სტილი აგრესიულად შემტევი ცენტრალური მცველებით, მაღალი პრესინგით, ბევრი პასითა და ერთი შეხებით თამაშით აიხსნება.
ფრანგული გამოცემა L’Equipe სარის სტილს “ვერტიკალურ ტიკი-ტაკასაც” უწოდებს, რადგანაც ბევრი მაურიციო სარის იდეოლოგიას პეპ გვარდიოლას სტილის პროგრესის შედეგადაც მიიჩნევს.
Primo trofeo stagionale per Maurizio Sarri: la sua filosofia di gioco, il “sarrismo”, si aggiudica l’ambitissimo ingresso tra i nostri neologismi.
La redazione ha registrato il lemma in un articolo de «la Repubblica» del 6 settembre. Saranno contenti su @Sarrismofficial! pic.twitter.com/4J44GppxO7
— Treccani (@Treccani) September 13, 2018
* “ენციკლოპედია ტრეკანი”, “იტალიანა” – სრული დასახელებაა “მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების იტალიური ენციკლოპედია”. იტალ. l’Enciclopedia Italiana di scienze, lettere ed arti — უმსხვილესი იტალიური უნივერსალური ენციკლოპედია. (ქართული ვიკიპედია)