იტალიური პრესა: ბათუმის “დინამოს” მორიგი ფეხბურთელი სერია A-ში ითამაშებს!
იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული “ფროზინონე” აქტიურად განიხილავს ბათუმის “დინამოს” მარჯვენა ვინგერის, გიორგი კვერნაძის დამატებას და ქართულ კლუბთან აქტიური მოლაპარაკებებია დაწყებული.
კვერნაძის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც “დინამოში” გადავიდა და პრესეზონზე რამდენიმე კარგი გოლი გაიტანა. იტალიელებმა ის მაშინვე კვარას შეადარეს, თუმცა ფაქტია, კვერნაძეს ბათუმში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს.
ამ დროს, რამაზ სვანაძემ ის 21-წლამდეთა გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა, მაგრამ არამგონია, უთამაშებლობის ფონზე, საბოლოო განაცხადში მოახვედროს.
საკმაოდ უცნაური სიტუაციაა. იტალიელებს კვერნაძის დამატება სურთ, თვითონ ფეხბურთელი პრაქტიკის გარეშეა და “დინამოშიც” არ იგრძნობა, რომ ამ მხრივ რამე შეიცვლება. არადა, “თელავში” ყოფნისას გიორგი ძალიან მაგარ თამაშს აჩვენებდა.