იტალიური პრესა: “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესისთვის იბრძოლებენ”
ლონდონის “არსენალის” მესვეურები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესმა გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს. “მეთოფეები”, ჩილელი სუპერვარსკვლავის წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად მარკო როისს განიხილავენ.
როგორც იტალიური წყარო – Calciomercato.com-ი იტყობინება, “იუვენტუსმა” და “მანჩესტერ სიტიმ” 27 წლის მოთამაშის სურვილის შესახებ იციან და ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას შეეცდებიან. სანჩესი პრემიერ ლიგაში 2014 წლიდან თამაშობს. მას იტალიური გამოცდილებაც აქვს, იგი “უდინეზეს” შემადგენლობაში მთელი ხუთი წელი თამაშობდა.
ერთი სიტყვით, ალექსისს არც სათამაშო პრაქტიკა და არც პროფესიონალიზმი აკლია. საინტერესოა, რომელ ჩემპიონატს აირჩევს იგი. შესაძლოა, ვენგერმა დაარწმუნოს, რომ “არსენალში” დარჩეს.