იტალიური პრესა: კასერესმა მილანში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა
იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მარტინ კასერესმა “მილანში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მხარეებს შორის მხოლოდ პატარ-პატარა საკითხები დარჩა შესათანხმებელი.
როგორც ცნობილი ხდება, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიაში გუშინ ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება ჩაეტარებინა, რის შემდეგაც, ის კლუბთან 4-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ “როსონერის” გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი ბოლო დროს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ისეთ ფეხბურთელს ეძებდა, რომლის შესასყიდადაც დიდი ფულის გადახდა არ იქნებოდა საჭირო – სწორედ ასეთი გახლავთ “იუვეს” ექს-ფეხბურთელი.
კასერესმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს, ბოლოს დაახლოებით 12 თვის წინ ითამაშა. მან “იუვე” გასული სეზონის ბოლოს დატოვა.