ითამაშებს თუ არა მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2022 წელს ყატარში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე.
2022 წელს მესი 35 წლის იქნება. “ბარსელონას” ლიდერს იმედი აქვს, რომ იქამდე სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს.
“არ ვიცი, მივაღწევ თუ არა ყატარში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატამდე. ღმერთი გადაწყვეტს, იქ ვიქნები თუ არა. დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ფიზიკურადაც კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები. თუმცა მალე 32 წლის ვხვდები. შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს. იმედი მაქვს, სერიოზულ ტრავმას არ მივიღებ”, – უთხრა მესიმ Fox Sports-ს.
მესი სურს, კარიერა ისე დაასრულოს, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგოს.
“მინდა კარიერა ისე დავასრულო, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული მქონდეს მოგებული. არ მინდა დამრჩეს შეგრძნება, თითქოს ეს არ მოხდა და შანსები გავანიავე”, – ამბობს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი.