WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (257655) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ითამაშეთ ბოლომდე!

თარიღი: ივნისი 13, 2015

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს დაუპირიირდა და 4:0 დამარცხდა.

პირველივე წუთებიდან პოლონელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მოემნტებიც მრავლად შექმნეს. პირველი რეალური შესაძლებლობა მასპინძლებმა მე-10 წუთზე გაუშვეს ხელიდან, როდესაც კარს მცირე მანძილით გროსიცკიმ ააცილა. 6 წუთში გატანის შანსი ჯერ მილიკს, შემდეგ კი ლევანდოვსკის ჰქონდათ, თუმცა ორივე შემთხვევაში პოლონელ შემტევებს გიორგი ლორიამ აჯობა.

მე-19 წუთზე ქართველი მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ლევანდოვსკი დარჩა და ცარიელ კარში დარტყმაც კი შეძლო, თუმცა ამისულაშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ბურთი კვალვ ლევანდოვსის მიუვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარტყა – ამჯერად ჯვაროსნების კარი ლორიამ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ მორიგი სეივი 22-ე წუთზე იხილა ვარშაველმა მაყურებელმა, როდესაც ლორიამ კვალვ ლევანდოვსკის აუღო. “ბაიერნის” შემტევი ამჯერად რამდენიმე მეტრიდან ურტყამდა.

ამის შემდეგ თამაშის ტემპპი ოდნავ დაეცა, რაც მომენტების რაოდენობაზეც აისახა. პირველი ნახევრის დარჩენილ წუთეში მხოლოდ ორჯერ შეიქმნა ხითაფი. 42-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლების გარედან მილიკმა სცადა გატანა, თუმცა ლორია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. საპასუხო შეტევაში კი ქართველბმა პირველი დარტყმა განახორციელეს. მისი ავტორი, ალექსანდრე კობახიძე გახდა, რომელმაც ფაბიანსკის შორიდან საკმაოდ სუსტად დაურტყა.

შესვენების შემდეგ კახა ცხადაძემ თამაშში კორექტივების შეტანა ცვლილებით სცადა და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მოედანზე დაუშვილი შეიყვანა, რის შემდეგ ქართველები უფრო თამამად თამაშობდნენ და პოლონელთა უდიდესი უპირატესობაც თითქოს გაქრა. თუმცა, ეს დროებითი აღოჩნდა…

50-ე წუთზე ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ კარს მცირე მანძილით კაშიამ ააცილა. 10 წუთში გატანა ყაზაიშვილს შეეძლო, რომლის დარტყმილი ფაბიანსკის ნადავლი გახდა, რის შემდეგაც მასპინძები გამოცოცხლდნენ და 62-ე წუთზე მილიკის მიერ შესრულებული შორეული დარტყმით დაწინარებაც მოახერხეს.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველებმა მოუმატეს, შეუტიეს და 82-ე წუთზე შეხვედრის ყველაზე რეალური მომენტიც შექმნეს. ანანიძის პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ნავალოვსკიმ ბურთი ხარიხას დაარტყა. დამატებაზე ჭანტურიამ ვერ ივარგა. მისი მცდელობას მასპინძელთა მცველები გადაეღობნენ, რის შემდეგაც ბურთი კვლავ ნავალოვსკის მიუვიდა, რომელიც უვკე თამაშგარეში იყო.

ამ შანსის ხელიდან გაშვება, როგორც რამდენიმე წუთში გაირკვა, საბედისწერო აღმოჩნდა. 89 წუთიდან საქართველოს ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე კოშმარული 3-წუთიანი მონაკვეთი დაიწყო, რა დროშიც პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩვენი დაცვის უხეში შეცდომების შემდეგ ზედიზედ სამი გოლის გატანა შეძლო.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთებზე მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ნაშრომი 3 წუთში უბრალოდ წყალს გაატანეს. თამაშშის კატასტროფული დასრულების მიზეზებზე საუბარი ახლა რთულია. ამ შემთხვევაში გაცილებით საინტერესო შეხვედრის უშუალო მონაწილეების მოსაზრების მოსმენა იქნება. იმიტომ რომ, 89 წუთიანი ბრძოლის შემდეგ თამაშისადმი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულების ჩვენებას ახსნა უბრალოდ არ აქვს…

გულახდილად რომ ვთქვათ, პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის ბოლოს დაცვის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გათვალისწინებით 4:0-ს ალოგიკური ნამდვილად არ ეთქმის. უბრლაოდ, საწყენია, როცა მიუხედავად ასეთი უხეში შეცდომებისა, წარმატების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებ და მას ქარს კონცენტრაციის დაკარგვით და უყურადღებობით გაატან. ნათელია, რომ ამას პოლონეთის დონის გუნდი არ გაპატიებს.

ერთი კი ფაქტია, რომ ჩვენმა ნაკრებმა დღევანდელი მატჩის უკანასკნელი 3 წუთით ყველანაირ პოზიტივს გადაუსვა ხაზით. ერთი შეხედვით და გუნდის ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივრისთვის ეს ნამდვილად ასეა. ფეხბურთის თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება. ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერი ანგარიშის დროს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ბოლომდე!

 

პოლონეთი – საქართველო 4:0
გოლები: მილიკი 62′, ლევანდოვსკი 89′, 90′, 90+2′

პოლონეთი: ფაბიანსკი, შულაკა, პაზდანი (კომოროვსკი 90′), პისჩეკი, მაცზინსკი, კრიკოვიაკი, გროსიცკი (იოდლოვიეციმ 80′), რიბუსი, პესზკო (ბლაშიკოვსკი 64′), მილიკი, ლევანდოვსკი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (დაუშვილი 46′), ანანიძე, კობახიძე (ბაჩანა ცხადაძე 76′), ვაწაძე (ჭანტურია 63′).



მსგავსი სიახლეები