”იუნაიტედი” 1:4 ”ბორუსია” – გერმანელებმა მარტივად იმარჯვეს (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი შეხვედრა. დორტმუნდის ”ბორუსიამ” მანჩესტერ ”იუნატედთან” საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე, გონსალო კასტრომ გახსნა. ამის შემდეგ გერმანელებმა კიდევ უფრო შეუტიეს და შეხვედრის 36-ე წუთზე ობამეიანგმა პენალტით გაზარდა ანგარიში – 0:2.
”იუნატედის” ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირების ნაცვლად, საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს. თავი ამჯერად უსმან დემბელემ გამოიჩინა – 0:3.
აღსანიშნავია, რომ ”ბორუსიას” კარში ერთადერთი გოლი სწორედ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჰენრიკ მხითარიანმა მოახერხა. დაპირსპირების 59-ე წუთზე, მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ სომეხ შემტევს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
გუნდებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:
“მანჩესტერ იუნაიტედი”: ჯონსტოუნი, ვალენსია, ბაილი, ჯონსი, შოუ, ბლინდი, ერერა, მატა, მხითარიანი, ლინგარდი, მემფისი
“ბორუსია დორტმუნდი”: ვაიდენფელერი, ბენდერი, დემბელე, ობამეიანგი, როდე, რამოსი, კაგავა, სოკრატისი, კასტრო, შმელცერი, პიშეკი.