“იუნაიტედი” ბეილის სანაცვლოდ დე ხეასა და 65 მილიონს იმეტებს
ინგლისური გრანდი “სამეფო კლუბისთვის” სერიოზულ წინადადებას ამზადებს.
როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თავდასხმის ხაზის გაძლიერების ვარიანტს ჯერ კიდევ ეძებს, თუმცა რაიმე კონკრეტულზე შეთანხმების მიღწევას კვლავაც ვერ ახერხებენ.
პრესაზე დაყრდნობით, “წითელ ეშმაკთა” სიაში ნეიმარი და ტომას მიულერი შედიან, მაგრამ მთავარ სამიზნედ კვლავ უელსელი გარეტ ბეილი რჩება.
ადრე არსებობდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები ბეილის სანაცვლოდ 95 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ. ახლა კი ისინი მზად არიან, უელსელი გარემარბის შესაძენად დავიდ დე ხეა გაწირონ. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ესპანელმა გოლკიპერმა კლუბის ხელმძღვანელობას მადრიდის “რეალში” გაშვება სთხოვა, მაგრამ ამაოდ.
Daily Star-ის თანახმად, “იუნაიტედი” მზადაა, 65 მილიონი გირვანქა და პლუს დე ხეა გაიმეტოს. ეს ყველაფერი ერთი ბეილის გამო. თავად ფეხბურთელი კი მანჩესტერულ გრანდში ყოველკვირეულად 300 ათას გირვანქას მიიღებს.
შესაძლოა, ეს შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგეს.