“იუნაიტედი” ბეილის შეძენას შეეცდება
მომავალი წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” გარემარბის გარეთ ბეილის შეძენას შეეცდება.
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში რონალდუს “ოლდ ტრაფორდზე” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა. თუმცა ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, პირველ რიგში ტრანსფერის ღირებულების, ხოლო მეორე კი პორტუგალიელის ასაკის გამო.
“წითელი ეშმაკები” ახლა უკვე ბეილის შეძენაზე გადაერთვნენ. Daily Star–ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად “იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ამ ტრანსფერზე ფიქრი უკვე დაიწყო.
გასულ სეზონში, “ტოტენჰემის” ექს–ფეხბურთელმა მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში დაეხმარა, მიუხედავად ამისა უელსელი ძველი შესანიშნავი ფორმიდან ამოვარდა. ბეილის წასვლას ხელს უწყობს, გუნდში არსებული მაღალი კონკურენცია, რომელიც ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის მოსვლის შემდეგ გაჩნდა.