“იუნაიტედი” დრაქსლერით ინტერესდება
“წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მოთამაშეზე დაკვირვებას აგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა სკაუტები უკვე ხუთჯერ დაესწრნენ იულიან დრაქსლერის თამაშებს, რომელიც უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისელთა მთავარი სამიზნე იქნება.
უკვე დიდი ხანია, რაც “იუნაიტედი” 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველით ინტერესდება. თუმცა, მის შესაძენად ბრიტანელებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.
თავად ფეხბურთელმა კი სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის გატარებას “შალკეს” მაისურით არ აპირებს და მზადაა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს. მისი სატრანსფერო ღირებულება 45.5 მილიონ ევროს შეადგენს.
“მიყვარს ინგლისური ფეხბურთი. პრემიერ ლიგაში თამაშობენ ისეთი დიდი კლუბები, როგორებიც ეს ლონდონის “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან. რა თქმა უნდა, ასეთი დონის გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა”, – განუცხადა დრაქსლერმა BBC-ს.
სანდრო საპანაძე