იუნაიტედი კოლუმბიელი შემტევისთვის იბრძოლებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის გადაიხადოს დიდი თანხა, კოლუმბიელი შემტევის ხუან კუადრადოს სანაცვლოდ.- წერს სპორტული გამოცემა Metro.
ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ “წითელი ეშმაკები” კოლუმბიელის სანაცვლოდ 27.5 მილიონს გადაიხდიან. ამავე თანხას ჩამოდის ესპანური “ბარსელონა”, თუ სად გადავა კუადრადო ამას თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.
ხუან კუადრადო იტალიაში 2009 წლიდან თამაშობს, იგი ირიცხებოდა “ლეჩესა” და “უდინეზეში”. თუმცა, სახელი “ფიორენტინაში” გაითქვა. კუადრადომ ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა და საკმაოდ კარგად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. სწორედ ამიტომ, ლუის ვან გაალი აუცილებლად გამონახავს მის ადგილს “იუნაიტედში”.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ პრობლემას ფლანგები წარმოადგენენ. რამდენიმე სეზონია ცუდად თამაშობენ ნანი, ვალენსია და იანგი. ახალგაზრდა ზაჰას კი შანსი ჯერაც არ მისცემია. ამიტომ ამ პრობლემას სავარაუდოდ კუადრადო აღმოფხვრის.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/