“იუნაიტედი” მოიესს ტრანსფერებისთვის ზამთარში 50 მილიონ ფუნტს გამოუყოფს
უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შოტლანდიელ სპეციალისტს გუნდის გაძლიერების საშუალება ექნება.
როგორც ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემები The Telegraph და The Guardian იტყობინებიან, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს, 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს, რათა მან იანვარში შემადგენლობის გაძლიერება მოახერხოს.
ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარი სამიზნეები ბილბაოს “ატლეტიკიდან” ანდერ ერერა, ხოლო მერსესაიდული “ევერტონიდან” ლეიტონ ბეინსი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ მოიესი მათ შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა.
“ევერტონმა” გასულ ზაფხულს ბეინსი 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ არ გაუშვა, ამიტომაც “ემიუ” 20 მილიონის შეთავაზებას გეგმავს.
რაც შეეხება ერერას, ფეხბურთელის კონტრაქტის პირობების თანახმად, მის მყიდველს ბასკებისთვის 36 მილიონი ფუნტის გადახდა მართებს.
სანდრო საპანაძე