“იუნაიტედი” ნახევარმცველის ტრანსფერს ამზადებს

თარიღი: სექტემბერი 29, 2015

როგორც ჩანს, იანვარში “წითელი ეშმაკები” ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ.

მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ჰაკან ჩალჰანოღლუს თაობაზე ლევერკუზენის “ბაიერს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა უარით დაუბრუნდა.

წყაროზე დაყრდნობით, მანჩესტერელები ახალ შეთავაზებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა თურქის გაშვების შემთხვევაში გერმანელები 29,4 მილიონი გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

აგრეთვე, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩალჰანოღლუს შეძენით “მილანიც” არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, გასულ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა ყველაზე მეტი საჯარიმო დარტყმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები