“იუნაიტედი” თავდამსხმელს არენდით უშვებს
19 წლის ფეხბურთელი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიპში გააგრძელებს.
როგორც “ბრაიტონის” ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ჯეიმს უილსონი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, “წითელ ეშმაკთა” მაისურით, უილსონმა ჯერჯერობით მხოლოდ ცხრა წუთი, ხოლო ინგლისის ლიგის თასზე, მატჩის ერთი ნახევარი გაატარა.
საერთო ჯამში, “იუნაიტედის” პირველ გუნდში, უილსონს სულ 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე სამი გატანილი ბურთია.