“იუნაიტედის” დუეტი ბრუნდება?
მოგეხსენებათ, რომ უეინ რუნის ტრამვა აწუხებდა და ბოლო თამაშის შემდეგ აცრის გაკეთებაც კი მოუწია თითის პრობლემების გამო. თუმცა მოიესის განცხადებით, ყველაფერი მოგვარებულია და ისიც და ფელაინიც, რომელმაც ტრამვის გამო “ბაიერნთან” ვერ ითამაშა, მზად არიან და მთელი კვირის მანძილზეც ვარჯიშობდნენ. მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ რაფაელის ტრამვას ჯერ კიდევ ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ ევანსი უკეთესად გამოიყურება.
“რუნი მთელი კვირა ვარჯიშობდა და სასწაულ ფორმაშიც გახლავთ. ჩვენ მისმა დაბრუნებამ დაგვაიმედა, რადგანაც ის თითის პრობლემების გამო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებდა. მან დიდებულად ივარჯიშა,”–აცხადებს მოიესი.
“ფელაინს არ უთამაშია “ბაიერნის” წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება უკან, რადგანაც მთელი კვირა ივარჯიშა. ევანსიც უფრო და უფრო უკეთაა, მაგრამ რაფაელზე ძალიან ვწუხვარ, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის ხელმისწავდომი არ არის.”
მოიესმა ასევე განაცხადა, რომ პერსი ჯერ კიდევ ჰოლანდიაში იმყოფება და მკურნალობს.
“რობინი ჯერ კიდევ ჰოლანდიაშია და უფრო და უფრო უმჯობესდება. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ტრავმა ოთხიდა ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა, მაგრამ ცოტათი უკეთეს შედეგს ვიხილავთ სავარაუდოდ შემდეგ კვირაში, ან ცოტა მერე. ჩვენი ექიმები იქ მიემგზავრებიან, რათა ნახონ პერსი და ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდონ მასზე,”–დაასრულა მოიესმა.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/