“იუნაიტედმა” ჰუმელსს მიმართა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს მიმართა, რათა “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის სურვილის შესახებ ცნობა მიეღო.
სანამ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებდნენ, “იუნაიტედის” ბოსებს სურთ თავად 25 ფეხბურთელის პოზიციის გაგება.
“იუნაიტედი” წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს განცდილ მარცხს არ უშინდება და მეორედ მიმართავს მატს ჰუმელსს.
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს დევიდ მოიესი უშედეგოდ ცდილობდა ცესკ ფაბრეგასის გადმობირებას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა.
ფაბრეგასის “ოლდ ტრაფორდზე” გადმოყვანა წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ლონდონის “ჩელსიმ” კონკურენტებს სძლია და ესპანელი “სტემფორდ ბრიჯზე” წაიყვანა.
ჰუმელსს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად 1/2 ფინალურ ეტაპზე იმყოფება, “ბორისიასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
“იუნაიტედის” ახალი ბოსი, ლუი ვან გაალი უკვე დიდი ხანია მოხიბლულია ჰუმელსით, რის გამოც გუშინ თავად ფეხბურთელს მიმართეს შეთავაზებით. ვან გაალს “ბაიერნშიც” კი სურდა ჰუმელსის დაბრუნება, მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა.
ვან გაალი მატსს მიიჩნევს მცველად, რომლის ირგვლივაც დაცვის ხაზის აშენებას აპირებს. “იუნაიტედს” კი ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლის შემდეგ ძალიან სჭირდება დაცვის ცენტრში გამაგრება.
ვან გაალს ასევე სურს ტომას ვერმაელენი, რომელიც ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/