“იუნაიტედმა” იანუზაის წყალობით მოიგო
ახალგაზრდა იანუზაიმ “მანჩესტერ იუნაიტედს” “სანდერლენდის” წინააღმდეგ სამი ქულა მოუტანა.
მატჩი მოულოდნელი და სწრაფი გოლით დაიწყო. მასპინძლები უტევდნენ, შემდეგ მათ ბურთი დაკარგეს. ნემანია ვიდიჩს ბურთის გამოტანის მეტი აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და გარდნერმა ეს მომენტი ბრწყინვალედ გამოიყენა.
შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა მანამ, სანამ იანუზაიმ პატრის ევრას მიერ გაკეთებული გამჭოლი გადაცემით არ ისარგებლა.
ამ გოლიდან ზუსტად ექვს წუთში, “წითელ ეშმაკთა” 18 წლის ტალანტმა უძლიერესი დარტყმულის შემდეგ დუბლი გაიფორმა და მანჩესტერელებს სამი ქულა მოუტანა.
ამრიგად, მე-12 ადგილის შემდეგ, ახლა “იუნაიტედი” მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
“სანდერლენდი” 1:2 “მანჩესტერ იუნაიტედი”
გოლები: გარდნერი, 5 — იანუზაი, 55, 61.
“სანდერლენდი”: ვესტვუდი, ჩელიუსტკა, ო’ში, რობერჯი, კოლბეკი, კატერმოლი, კი (უიკემი, 75), გარდნერი (ლარსონი, 56), ჯონსონი (დონგ-ვონი, 63), ჯაკერინი, ალტიდორი.
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, რაფაელი (სმოლინგი, 85), ვიდიჩი, ჯონსი, ევრა, კერიკი, კლევერლი, იანუზაი (ვალენსია, 77), ნანი (უელბეკი, 76), რუნი, ვან პერსი.
გაფრთხილება: გარდნერი, ო’ში — რუნი, იანუზაი, ვიდიჩი, რაფაელი.
სანდრო საპანაძე