“იუნაიტედმა” “მონაკოსთან” შეათანხმა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “მონაკოსთან” ყველაფერი შეათანხმა. რადამელ ფალკაო მანჩესტერულ კლუბთან მუდმივ კონტრაქტს ხელს სეზონის დასასრულს მოაწერს.
“მანიკუნიანელებმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის Deadline-ზე კოლუმბიელ ფორვარდში 6 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და არენდით გადმოიყვანეს. რადამელმა ამ დროის განმავლობაში შეძლო და ლუი ვან გაალს დაუმტკიცა, რომ იგი ახალი გუნდისთვის ნამდვილად ღირებულია.
Goal-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით “მანჩესტერ იუნაიტედს” “მონაკოსათვის” უკვე 44 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. გარიგების ყველა დეტალები ჯერ-ჯერობით შეთანხმებული არ არის, თუმცა რადამელმა შეიძლება ხელფასის სახით კვირაში 240 ათასი ფუნტი მიიღოს.
თეორიულად “იუნაიტედი” კოლუმბიელის ყიდვას ნამდვილად შეძლებს. თუმცა საჭიროა ბალანსი, რომელიც ფალკაომ ზაფხულში მიღებული დაზიანების შემდეგ უნდა აღიდგინოს. ამის გათვალისწინებით “ეშმაკები” მას კიდევ დააკვირდებიან.