“იუნაიტედმა” შოუს შემცვლელი “ვალენსიაში” იპოვა

თარიღი: სექტემბერი 25, 2015

“წითელ ეშმაკები” იანვარში ახალი ფეხბურთელის დამატებას შეეცდებიან.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ახალი მარცხენა მცველის ძებნას კვლავ აგრძელებს, რადგან მოგეხსენებათ, ლუკ შოუ მარჯვენა ფეხის ორმაგი მოტეხილობის გამო თავისი გუნდის დახმარებას დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

როგორც ცნობილია, 20 წლის ინგლისელი მცველის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატურად “ვალენსიას” ფეხბურთელი ხოსე გაია განიხილება. სავარაუდოდ, მანჩესტერელები გაიას გადაბირებას, რომელსაც ესპანელებთან მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.

შეგახსენებთ, შოუს პოტენციურ შემცვლელთა სიაში, ასევე, ეშლი კოული და აარონ კრესველი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები