“იუნაიტედმა” თვალი ფაბინიოს დაადგა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუნაიტედმა” ბრაზილიელ ფეხბურთელს ფაბინიოს დაადგა თვალი.
Le Parisien-ის მიხედვით, ინგლისური კლუბი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა მცველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდება და შემდეგ გადაწყვეტს, მიმართავს თუ არა “მონაკოს” ოფიციალური შეთავაზებით.
შეგახსენებთ, რომ ფაბინიოს შეძენა “ნაპოლისაც” სურდა, თუმცა იტალიურ და ფრანგულ კლუბს შორის შეთანხმება ვერ შედგა. თავად “მონაკო” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 22 წლის მცველის შენარჩუნებას შეეცდება.
ფაბინიო “მონაკოში” 2013 წელს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. მანამდე ფეხბურთელი “რიო ავეს”, “პაულინის” და “ფლუმინენსეს” ღირსებასაც იცავდა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა “მონაკოს” მაისურით 47 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.