“იუნაიტედს” კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
Sky Sports-ის ცნობით, “ტოტენჰემი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დანი უელბეკს იჯარის წესით შეიძენს. ლონდონურმა კლუბმა დანის ტრანსფერის სანაცვლოდ ალექს სონგზე თქვა უარი.
უელბეკს პრემიერ ლიგაში ბევრი მსურველი ჰყავს. “ნიუკასლს”, “სანდერლენდსა” და “ჰალ სიტის” სურს მისი შესყიდვა, მაგრამ დიდი ალბათობით ის “ტოტენჰემს” შეუერთდება.
“მამლების” შეთავაზება ერთ წლიან არენდას გულისხმობს. ისინი არ არიან დაინტერესებულები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზევე უელბეკის შეძენით და არც “იუნაიტედს” სურს მისი სამუდამოდ გაშვება. “ტოტენჰემი” დანის სათამაშო დროს ჰპირდება, რაც მას ინგლისის ნაკრებში ადგილის დაბრუნებაში დაეხმარება.
რაც შეეხება სონგს, ლონდონური კლუბის ინტერესის დასრულების შემდეგ ის პრემიერ ლიგის სხვა გუნდების შემოთავაზებებს განიხილავს, მიუხედავად “ნაპოლის” და “გალათასარაის” სარფიანი შეთავაზებებისა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/