“იუნაიტედს” სნეიდერის შეძენა სურს
როგორც ჩანს, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “წითელ ეშმაკთა” შემადგენლობას შესაძლოა მირალემ პიანიჩი და გარეტ ბეილი შეუერთდნენ. თუმცა, უკეთეს ვარიანტად უესლი სნეიდერის შეძენა ითვლება.
როგორც იცით, გასულ იანვარს მანჩესტერელებს ჰოლანდიელი მოთამაშის გადაბირება სურდათ. ეს მაშინ იყო, როდესაც იგი “ინტერის” რიგებში გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, სნეიდერმა “გალათასარაიში” გადასვლა ამჯობინა. თურქებმა მის სანაცვლოდ მილანელებს 7.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელმა კი კლუბთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუნაიტედი” მზადაა, 29 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. მოლაპარაკებების დაწყება კი იანვარის თვეშია მოსალოდნელი.
სანდრო საპანაძე