იურგენ კლინსმანმა ქუსლით ორი ბურთი მოედანზე გადააგდო (ვიდეო)
29 იანვარს, ჩილეს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა ქუსლით მოედანზე ორი ბურთის გადაგდება მოახერხა.