იურგენ კლოპის პირველი კომენტარი “ბარსელონას” განადგურების შემდეგ
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “ენფილდზე” შემდგარი ბრწყინვალე მატჩი პრესასთან შეაფასა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” “ბარსელონას” სამბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩა და შინ მშრალად გაანადგურა.
“მთლიანი მატჩი საოცრება იყო. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათი დამარცხება რთულია, თუმცა ისე, რომ გოლი არ გაეშვათ – წარმოუდგენელია, უბრალოდ დაუჯერებელი.
ვნახე როგორ ტიროდა ჯეიმს მილნერი მატჩის შემდეგ მოედანზე. ეს გამარჯვება თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს ფეხბურთის საუკეთესო მომენტია. ასეთი ემოციური ატმოსფეროს შექმნა განსაკუთრებული რამ არის.
მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მინახავს – ეს იყო უდიდესი პოტენციალისა და წარმოუდგენელი მონდომების ნარევი. ასეთ მატჩში ვალდებული ხარ თვითდაჯერებული იყო. დივოკსა და შაქს სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდათ, თუმცა მაღალი დონის პერფრომანში შემოგვთავაზეს. დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
სერიოზულები უნდა ვყოფილიყავით, თუმცა ამავდროულად რისკიც მოგვეთხოვებოდა. “ბარსელონა” პროგნოზირებადი სვლებისგან თავს კარგად იცავს, ამიტომაც უნდა ვყოფილიყავით არაპროგნოზირებადები,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.