იურგენ კლოპი: “არამგონია, კოუტინიოს ტრავმა ძალიან სერიოზული იყოს”
მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დღევანდელ მატჩსა (“ლივერპული” 2-0 “სანდერლენდი”) და ფილიპე კოუტინიოს ტრავმაზე ისაუბრა.
“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ მატჩის მოგებას შევძლებდით. უბრალოდ ვცდილობდი რაღაცეები შემეცვალა, სივრცეები უკეთ რომ გამოგვეყენებინა. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, თუმცა მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ.
რაც შეეხება კოუტინიოს ტრავმას, ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან კოჭი დაიზიანა. დანარჩენს დამატებითი გამოკვლევების შედეგები გვეტყვიან. თუმცა, არამგონია ტრავმა ისეთი სერიოზული იყოს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.
ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი. მეტოქემ დაცვითი ფეხბურთი შემოგვთავაზა, დაცვაში ასე ჩამჯდარ გუნდთან ადრე არასდროს მითამაშია. ეს “სანდერლენდის” სტილია და ამიტომაც, მისაღებიც არის. ჩვენ ვაიძულეთ ასე ეთამაშათ. კარგი თამაშის საფუძველზე გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც სასიხარულო რამ არის.”