იურგენ კლოპი: “მცირე იღბლის იმედი მქონდა, თუმცა შევცდი”
15 იანვარს პრემიერ ლიგის 21-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მერსესაიდელთა თავკაცი, იურგენ კლოპი ესაუბრა.
“კარგი თამაში გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობდა.”
“შეხვედრის ბოლო ფაზაში მოწინააღმდეგემ გრძელი, მაღალი პასებით დაიწყო თამაში. ისინი, ძირითადად, იბრაჰიმოვიჩზე და ფელაინიზე აკეთებდნენ აქცენტს.”
“ძალიან სწრაფი და ინტენსიური 80 წუთის შემდეგ, ჩემს ბიჭებს გადაღლა დაეტყოთ. ნამდვილად არაა ადვილი ამდენი ხნის მანძილზე ამ ტემპში თამაში.”
“ბოლო წუთებში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მატჩი უხეში გახდა. ვიმედოვნებდი, რომ ცოტა იღბალი გვექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა.”
“საერთო ჯამში, ჩემი ფეხბურთელების თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ ქულები გვჭირდებოდა და გმირულად ვიასპარეზეთ. კარგად გამოვიყენეთ ცარიელი სივრცეები და გავიტანეთ გოლი,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.