იურგენ კლოპის გუნდს ზაფხულში “ჩელსის”, “ბარსელონასა” და “მილანის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში
იურგენ კლოპის პირველი პრე-სეზონი “ლივერპულთან” ერთად საკმაოდ საინტერესოდ უნდა ჩატარდეს – “წითლები” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2016 წლის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.
“ლივერპული” ერთ-ერთია იმ 10 გუნდს შორის, რომლებიც გინესის თასის ჩრდილოეთ ამერიკის ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისელები “ჩელსის” (27 ივლისი), “მილანსა” (30 ივლისი) და “ბარსელონას” (6 აგვისტო) დაუპირისპირდებიან.
“ლივერპულის”, “ჩელსის”, “მილანისა” და “ბარსელონას” გარდა აღნიშნულ ჯგუფში იმყოფებიან:”რეალი”, “ბაიერნი”, “პსჟ”, “ინტერი”, “სელტიკი” და “ლესტერი”.
შეგახსენებთ, რომ მერსესაიდერულმა კლუბმა გინესის თასის 2014 წლის გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის “ოლიმპიაკოსს”, “მანჩესტერ სიტის”, “მილანსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა.